ხანძარი სვანეთში - ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია

ხანძარი სვანეთში-სოფელ ეცერთან ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე 45 მეხანძე-მაშველი მუშაობდა.

ცეცხლის ქრობის პროცესი მთელი დღე მიმდინარეობდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში, ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეჩერდა. 

მეხანძრეები ხანძრის ქრობის პროცესს დილიდან განაახლებენ.