ხანძარი თბილისში - ახვლედიანის ქუჩაზე ირანული რესტორანი იწვის

თბილისში, ახვლედიანის 14 ნომერში ირანული რესტორანი იწვის. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. 

როგორც Report.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.