ხანძარი თბილისში - ცეცხლი მაღაზიის საწყობში გაჩნდა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის სარდაფში არსებულ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა, მოკლე ჩართვას გამოეწვია.