ხანძარი ,,თერგის" ბაზრობაზე - ფოტოები ადგილიდან

ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა თბილისში, ,,თერგის" ბაზრობაზე, როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბაზრობის მეორე სართულზე გაჩნდა და მეხანძრეები მის ლოკალიზებას ცდილობენ.

,,თერგის ბაზრობაზე, მეორე სართულზე ღია ცეცხლია, ადგილზე სამი სახანძრო მუშაობს, დამატებითი ძალები გზაში არიან", -  აცხადებენ უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.