ხანძარი თბილისში

თბილისში ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში მე-14 სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო რამდენიმე ადამიანმა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების 4 ეკიპაჟი.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით,ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.