ხანძარი ურეკში - ცეცხლი სასტუმროში გაჩნდა

ურეკში, სასტუმროში "4 ვილა" ხანძარი გაჩნდა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10 ეკიპაჟია მობილიზებული.

სასტუმროში მყოფი პირები მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.