ხანძარი ჩიქოვანის ქუჩაზე

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან, საცხოვრებელი სახლის 30 კვადრატული მეტრის მიშენება დაიწვა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.