ხარაგაულში ხანძარი გაჩნდა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჩინური კომპანიის საკუთრებაში არსებულ კონტეინერს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.