ხარაგაულში რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში, რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა.

თვითმხილველების ცნობით, ნგრევის შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

report.ge მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არკვევს.

განახლება: მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან გამოყვანილია 6 ადამიანი. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.