ხარაგაულში, რკინის კონსტრუქციის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს - არიან დაშავებულები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა და ადგილობრივი მკვიდრია. 

ჩამოშლილი კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს 6 ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში მოათავსეს. დაშავებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. საამქრო, რომლის კონსტრუქციაც ჩამოიშალა, სწორედ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.

რკინის საამქროს მიერ ნაწარმოები კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში დილით ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.