ხარი რომელმაც ბავშვები გადათელა ცხოველთა სასაკლაოდან გაიქცა

ხარი, რომელმაც რუსთავში რამდენიმე ადამიანი დააზიანა, ცხოველთა სასაკლაოდან გაიქცა. 

ხოველთა სასაკლაოს ვეტერინარმა, რევაზ ქიმაძემ, დაადასტურა, რომ ხარი სწორედ მათ გაექცათ. ვეტერინარის თქმით ხარი ჯანმრთელია და საშიშროება იმისა, რომ ბავშვებს მისგან რაიმე დაავადება გადასდებოდათ, არ არის.

"ხარი მანქანაში იყო. გადმოყვანის პროცესში, სანამ შიგნით შემოიყვანდნენ გაიქცა," - ამბობს რევაზ ქიმაძე.   

შეგახსენებთ, რომ ხარი გაქცევის შემდეგ ჯერ ასაკოვან ქალს დაეჯახა, რომელსაც 10 თვის ბავშვი ხელში ჰყავდა და გაუვარდა. შემდეგ კი ხარმა ორი ბავშვი გადათელა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: inforustavi.ge