ხაშურში ბუნებრივი აირის გაჟონვას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები სახლში ნათესავმა აღმოაჩინა.

სავარაუდოდ, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.