ხაშურში დავით ქიმერიძეს ეძებენ

მეორე დღეა, ხაშურში დავით ქიმერიძეს ეძებენ.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "ხაშური ჩემი ქალაქია" ავრცელებს.

"ხაშურში, ოჯახი ეძებს დავით ქიმერიძეს. თუ ვინმემ რაიმე იცით დაუკავშირდით პოლიციას ან მომწერეთ", - აღნიშნულია პოსტში.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, დავით ქიმერიძე დაცვის პოლიციაში მუშაობს და ის გუშინ, 11 ოქტომბერს სამსახურში წავიდა, თუმცა, არ მისულა. 

ამასთან, სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ მამაკაცმა საბუთები და ტელეფონი სახლში დატოვა.