ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა

ხაშურში ,,ევექსის" საავადმყოფოში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, 40 წლის ქალი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. საკეისრო კვეთის დროს კი ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც.

report.ge მომხდარის დეტალებს არკვევს.