ხაშურში სურსათის მაღაზია გაქურდეს

ხაშურში, სურსათის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ქურდებმა მაღაზიიდან პროდუქტი წაიღეს.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს,  ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.