ხვალ თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ხვალ, 28 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი - 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), თელავის, კობარეთის, წინანდლის, ავლიპ ზურაბაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და ნაკადულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი - 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლს და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, ნადიკვარის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ირაკლი უჩანეიშვილის, ნინო ჟვანიას (ნაწილობრივ) და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის გამზირის, ლიბანის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ფოცხიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, შუშის, სკოლის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ზაჰესის, სხვიტორის, ხანძთელის, ბარისახოს, უწერის, ტრაპაიძის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მოსახლეობას.