პრემიერმა სუს-ის უფროსის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეებად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამის ბრძანებულებებს ხელი მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ სამივე მოადგილე ამ დრომდეც იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას, თუმცა ახალი ბრძანების გამოცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გახდა.