ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი თანამშრომლების ინფიცირებაა. კორონავირუსი სასამართლოს ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა, მათ შორის არიან მოსამართლეები. 

როგორც სასამართლოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში იმყოფება.