ხელვაჩაურში ავტომობილი ხევში გადავარდა

ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევა სოფელ ჩხუტუნეთში მოხდა. 

ინციდენტის დროს კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.