ხელვაჩაურში უხვი ნალექისგან გზებს წმენდენ

ხელვაჩაურში აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. ამის შესახებ Report.ge-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. 

დილიდან მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება, სამუშაოებში ჯამში 13 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. 

მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომრებზე: 595 00 46 35; 577 03 21 36