ხელვაჩაურში, სამკერვალოს თანამშრომელთა ნაწილი მოიწამლა

ხელვაჩაურის სამკერვალოში თანამშრომელთა ნაწილი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.

როგორც report.ge-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა კლინიკაში 40-მდე ადამიანია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. მოწამლულთა რაოდენობა და სხვა დეტალები ზუსტდება. 

ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია.