ხელვაჩაურში მანქანა ხევში გადავარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადავარდა. 

შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში 6 პირი იმყოფებოდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.