ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში

დაძაბული ვითარებაა ბათუმში. 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. არიან დაშავებულებიც.

მსგავსი აქციებია თბილისსა და რამდენიმე რეგიონში.

ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვენ.