ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - პოლიციამ 5 სასულიერო პირი დააკავა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ჩოხოსნებმა, პოლიციასთან ერთად განკვეთილ ბერებს მონასტერი ძალით დაატოვებინეს. 5 სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. 

განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ, 4 ნოემბერს ამოეწურათ.