ხმაური და დაპირისპირება ვარკეთილის ბაზრობაზე

ვარკეთილის ბაზრობასთან გარე მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც მასთა და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც გარე მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი წინასააღდგომოდ, 8 დღის განმავლობაში ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. 

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ სააღდგომოდ დაგვიშვან და ვიმუშაოთ. აქამდე 5 თვის განმავლობაში ჩვეულებრივად ვიდექით და ვმუშაობდით, თუ მანამდე დასაშვები იყო გარე ვაჭრობა ახლა წინასააღდგომოდ არ შეიძლება? ხალხი მშიერი დარჩა ქუჩაში და ჩვენ სააღდგომოდ 8 დღის განმავლობაში ვითხოვთ, რომ მუშაობის საშუალება მოგვცენ. ამ მოთხოვნით ჩვენ გზა გადავკეტეთ და ამის გამო მოვიდა პოლიცია", - განაცხადა ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ.