ხობის სოფელ ყულევში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალ-ბარდებს და ბალახს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, ყულევის ნავთობტერმინალს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი, ასევე, უსაფრთხოების მიზნით, რკინიგზის სახანძრო მატარებელი.

მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.