ხობში მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხუში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.