ხობში პენსიის რიგში 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ხობში, პენსიის რიგში 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა.