ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში ხანძარია

ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში ხანძარია. ცეცხლი ფოთოლს და ხმელ ბალახს უკიდია. ამ წუთებში, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

როგორც ღორჯომში მერის წარმომადგენელმა თემურ ირემაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  დამწვარია დაახლოებით, 3-4 ჰექტარი ტერიტორია. მისივე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის რამდენიმე ღია კერაა დარჩენილი და დამუშავება მომდინარეობს.

სახანძრო სამსახურში report.ge -ის განუმარტეს, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის კერებთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.