ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში 9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 

თბილისში 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

10 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისევ გამოიდარებს და დათბება.