ხვალ თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 3 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:დიდი დიღმის I, IIIმიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ბორჩალოელის, კალანდაძის, ბატონიშვილის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და დიმიტრი გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორიონის, ცოტნე დადიანის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხრესილის, ცისარტყელას, ჭყონდიდელის და გურამ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაოინის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაოინის V კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და გია რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლის, შოთა ნიშნიანიძის, ავლევის, ოქრომჭედლების, ყავლაშვილი, აბესაძის, ერეკლე მეორის, ივერიის, ანტონ კათალიკოსის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:დადიანის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ბესარიონ ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღომბარის, ლამის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. როგორც "თელასში" აცხადებენ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.