ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას - ვარლამ გოლეთიანი

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 25 მაისს, 16:00 საათზე მსვლელობას და პიკეტირებებს გეგმავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ვფიქრობ, გულწრფელ, სამართლიან ბრძოლას, აჰყვება მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით დედაქალაქი. ჩვენ ხვალ, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. დავიძვრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს. ლოკაციას დღეს სპეციალურად არ ვასახელებთ, მოვაწყობთ პიკეტირებას. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.