ხვალიდან აჭარაში რესტორნების მუშაობა იზღუდება

ხვალიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნების მუშაობა შეიზღუდება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამაზე დაწესდება შეზღუდვა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით რესტორნები მუშაობის განახლებას დილიდან შეძლებენ, თუმცა საღამოს 22:00 საათზე ეს ობიექტები დახურული იყოს. 

მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოქმედების ვადა ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.