ხვალიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან 1-ლი მარტიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. 

ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას კვირის დღეებში შეძლებენ;

კონფერენციები და ტრენინგები განახლდება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;

საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.