ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. დედაქალაქში იმოძრავებს მიკროავტობუსები, ავტობუსები და მეტრო.

მუნიციპალურ ტრანსპორტში რჩება რეგულაცია, ყველა მგზავრს ეკეთოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსპორტი არ დაიძვრება. რეგულაციების დაცვას გამცილებლები და პატრულის თანამშრომლები გააკონტროლებენ.