ხვალიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება - რა უნდა იცოდეთ

1 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტიპის მაღაზია, სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა მუშაობას განაახლებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოლებისა და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრის სივრცეში განთავსებული ფართით მოსარგებლეებს რიგი ვალდებულებები ექნებათ. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები მანამ, სანამ მთავრობა შესაბამის დადგენილებას არ გამოსცემს.

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, სავაჭრო ცენტრებმა აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

ერთიან შესასვლელთან უნდა მოეწყოს თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

ძირითადი ვალდებულებები ასეთია: