ხვდებიან თუ არა პაციენტები კლინიკებში ნაცნობობით - რას ამბობს ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში, ნაცნობობით პაციენტის კლინიკაში მოთავსების ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს.

,,ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება. თქვენ გგონიათ ამერიკაში არ ხდება ერთეული შემთხვევები ან გერმანიაში? ამ ქვეყანაში პაციენტის ნაცნობობით კლინიკაში მოთავსების ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ არსებობს მთელი სქემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. ყველაფერი იტვირთება პორტალზე, ზარები ფიქსირდება 112-ში, ფიქსირდება ოჯახის ექიმებთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი მუშაობს ამაზე. თუ გვიანდება სასწრაფოს გამოძახება, ეს სხვა არის, უცხოეთში ხანდახან 5 დღე ელოდებიან სასწრაფოს და იქ არავინ არაფერს ამბობს. გამოიძახეთ აბა რამდენ ხანში მოვა სასწრაფო, მოვა ჩქარა, ან შეიძლება 3-4 საათში. ერთი შემთხვევა შეიძლება იყო აქ, რომ 5 დღე ელოდებოდნენ. ეს პანდემიის ბრალია", - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.