კიბოს მაჩვენებელი ბავშვებში ექვსჯერ გაიზარდა

ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა. პაციენტებს კი ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების შესაძლებლობა არ აქვთ,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

„საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე, სამწუხაროდ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“,-ნათქვამის ანგარიშში.

ომბუდსმენი რჩევას აძლევს მთავრობას შეიმუშაოს  პროგრამა, ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენისა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის.