"კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ორგანიზაციის - "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი.

მოდერნას ვაქცინა ეფექტურია 12 წლის ასაკიდან!

ეს ვერაგი ვირუსი დამარცხდება!

მანამდე სამედიცინო პირბადე არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება ყველასთვის, ვინც გაიკეთა და ვინც ვერ გაიკეთა ვაქცინა!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.