"კიდევ ერთი კარგი სიახლე!" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე სიახლის შესახებ წერს. 

"კიდევ ერთი კარგი სიახლე!

ფაიზერის ვაქცინამ ბავშვებში (5-დან 11-წლამდე) საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა (დაახლოებით 91%).

ეს ინფორმაცია (82 გვერდი) არის ხელმისაწვდომი ამერიკის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე.

საქართველო მთლიანად უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე!

ქვეყნის მოსახლეობის 90% უნდა აიცრას!

საქართველოში უნდა დაინერგოს "კოვიდ საშვები" (რაც შეიძლება მალე) ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით!

საქართველოს კოვიდ საშვი უნდა იქნას სინქრონიზებული/აღიარებული ევროკავშირის მიერ!", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.