"კიდევ რა მტკიცებულებას ელოდებით?" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

ფხაკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "დღეს მსოფლიოში 6 მილიარდი დოზა კოვიდვაქცინაა გამოყენებული 3.4 მილიარდ ადამიანზე".

თითქმის დედამიწის ნახევარი არის ვაქცინირებული!

კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით?

ყველა მაჩვენებლებით და ყველა მტკიცებულებებით (ნაკლებ ეფექტური ვაქცინების ჩათვლით) ვაქცინაცია არის უსაფრთხო!

რავი, სტატისტიკა, მეცნიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს ამას რაღა უნდა დაუმატო?", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%; სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%; 23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი.