,,კიდევ ვერ დაკიდეს დროშა ამ შობელ..." - დროშის ჩამოვარდნას გოგი წულაია კლინიკიდან ეხმაურება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოქალაქეებს დილით დროშა აღარ დახვდათ. მეექვსე მცდელობის შემდეგ დაკიდული დროშა ქარმა წაიღო.

აღნიშნულ ფაქტს კლინიკიდან გოგი წულაია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"მერამდენე ცდაა კიდევ ვერ დაკიდეს დროშა ამ შობელ...", - წერს წულაია. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დროშის აღმართვას ქუთაისის მერია ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა. 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მე-6 ცდაზე სამუშაოები შპს "ნიუ იბერიამ" შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000₾ გამოიყო. 

ცნობისთვის, გოგი წულაია კლინიკას დღეს დატოვებს.