დავით კიკალიშვილი "ფორმულას" ეთერში გადაცემას წაიყვანს

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს.

ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, კიკალიშვილი ყოველკვირეულ გადაცემას ავსტრიიდან წაიყვანს.  

დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე"  20 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას 2016 წლის ბოლომდე კვირის შემაჯამებელი გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“ მიჰყავდა. მან საქართველო 2016 წელს დატოვა და საცხოვრებლად ავსტრიასი გადავიდა.