კინოთეატრ "ამირანში" კინოლოგები მივიდნენ - PHOTO

კინოთეატრ "ამირანში" კინოლოგები მივიდნენ. სამართალდამცავები შენობას ამოწმებენ. როგორც report.ge -ს სამართალდამცავებმა განუცხადეს, უსაფრთხოების მიზნით კინოლოგების მხრიდან კინოთეატრის შემოწმება,  სტანდარტული პროცედურაა. პარალელურად, "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამართალდამცველთა მობილიზება. 

ფილმ And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით „ქართულმა მარშმა“, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ და ლევან ვასაძემ საპროტესტო აქცია დაგეგმეს. დილიდან აქციის ორგანიზატორების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ისინი კინოჩვენების ჩაშლას შეეცდებიან.