საბურთალოს კლასტერი გაფართოვდა - VIDEO

11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 8 არის საბურთალოს კლასტერიდან, სამი კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით ახალი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. 

,,კლინიკაში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. ჩვენ მივიღეთ 6 დადასტურებული შემთხვევა, სამი პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობაც გაუმჯობესებულია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს 50%, დანარჩენი გვყავს მსუბუქი სიმძიმით", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი კლასტერი არ არის.

რაც შეეხება ე.წ. საბურთალოს კლასტერს, ამ დროისთვის 23 კოვიდინფიცირებულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 794 ადამიანია,მათგან 624 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.