კლინიკა ,,ბომონდში“ 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდის" ცხელების ცენტრში ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მწვავე აპენდიციტითა და ვირუსზე საეჭვო სიმპტომებით შემოიყვანა. პაციენტს ოპერატიულად ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამ ეტაპზე, კლინიკის ცხელების ცენტრში 4 პაციენტია, რომელთა ბიოლოგიური მასალა კვლევაზეა გაგზავნილი და შედეგებს დღის განმავლობაში ელოდებიან.