კლინიკა "გული" დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა. 

კლინიკის ინფორმაციით, დაიხურა რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ემერჯენსისა და დიაგნოსტიკის განყოფილებები. ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგიის განყოფილება. 

ჯამში, კლინიკის 60-მდე თანამშრომელია ინფიცირებული, მათგან 30 ექიმია. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორი ანზორ მელიაც.