კობში ჩარჩენილი ტურისტები გუდაურში საბაგიროთი გადაყავთ

უამინდობის გამო კობში ჩარჩენილ დამსვენებლებს გუდაურში საბაგიროთი გადაიყვანენ.

ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი გზების გამო, ტურისტებს, რომლებიც კობში არიან ჩარჩენილები გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები უფასოდ მოემსახურება.

საბაგიროები გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო უკვე ჩაირთო და 17:00 საათამდე იმუშავებს.

კობი-გუდაურის გზა დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო უკვე მეოთხე დღეა ჩაკეტილია.