ქობულეთის სოფელ ზინეთში ხანძარია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინეთში ხანძარია. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მთის ფერდზე ცეცხლი ეკალბარდს უკიდია.

მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

„ხანძრის კერასთან დასახლებული პუნქტი ახლოს არ არის.

ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.

კერებთან იმყოფება მეხანძრე-მაშველების 40-კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით. 

ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. 

სიტუაცია კონტროლს ექვედებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“,-  აცხადებენ უწყებაში.