ქობულეთში ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა.

სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.